WWW.INTIMI.DO.AM - #1 ქართული ინტიმური პორტალი
ნავიგაცია
╚►მთავარი
╚►ვიდეოები
╚►სურათები
╚►ისტორიები
╚►ანკეტები
╚►ქართველები
╚►ღამის ამბები
╚►სექსოლოგია
╚►ფილმები
╚►პორნო TV
╚►ინტიმური ჩატი
╚►თხოვნები
╚►რეკლამა
╚►კონტაქტი
სარეკლამო ბანერები
   



WWW.INTIMI.DO.AM - #1 ქართული ინტიმური საიტი



რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს, როგორც წესი, სათანადო ყურადღება არ ექცევა ჯანდაცვის ზოგადსაგანმანათლებლო საკითხების შესწავლისას, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. 2004 წელს ბულგარეთში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, ქალების ერთ მეხუთედს ზოგადი წარმოდგენაც არ ჰქონდათ იმაზე თუ რა პროცესები ხდებოდა მათ სხეულში როდესაც მათი პერიოდები იწყებოდა; გამოკითხულთა ერთ მესამედს ეგონა რომ ოვულაცია მენსტრუაციის დროს ხდებოდა; ნაყოფიერი დღეების რაოდენობაც გადაფასებული იყო: 21 პროცენტს ეგონა რომ მენსტრუაციულ ციკლში 21-ზე მეტი ნაყოფიერი დღე იყო (მაშინ როდესაც საშუალოდ ის მხოლოდ 7-ია). 

მენსტრუაციის დაწყება მოასწავებს იმას, რომ გოგონას შეუძლია დაორსულდეს და შვილი იყოლიოს. მენსტრუაცია თავისთავად არის რეგულარული პროცესის ნაწილი რომელიც ქალს ამზადებს თვიდან თვემდე, ორსულობისათვის. ეს ციკლი მოიცავს სხვადასხვა ფაზებს და კონტროლირდება ჰიპოთალამუსის მიერ სეკრეცირებული ჰორმონების ურთიერთქმედების გზით. 

ყოველ თვე მენსტრუაცია დაკავშირებულია იმასთან რომ სხეულში რეპროდუქციული ჰორმონების—ესტროგენების და პროგესტერონების—რაოდენობა იცვლება. როდესაც ქალი არ არის ორსულად ამ ორი ტიპის ჰორმონების შემცველობა ქალის ორგანიზმში მკვეთრად კლებულობს. როდესაც ეს შემცველობა მინიმუმამდე მცირდება იწყება სისხლდენა

 

რა ხდება ნორმალური მენსტრუაციული ციკლის დროს. დღე 1 არის სისხლდენის დაწყების დღე. ამ დროს სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 36,2 გრადუსია (ტემპერატურის ცვალებადობა გამოიყენება ე.წ. ბაზალური მეთოდით ოვულაციის განსაზღვრისათვის). თქვენი პროგესტერონების დონე უმდაბლესია რადგანაც დაორსულება არ მოხდა; ესტროგენებიც დაბალ მაჩვენებელზეა (ე.წ. წინა-ფოლიკულური, ანუ წინა ოვულაციის ფაზა, დღეები 1-5/7). 
 
 

დაახლოებით მე-10 დღეს თანდათან მზარდი ლუთეული ჰორმონი (LH) ფოლიკულის სტიმულირების ჰორმონთან (FSH) ერთად ამზადებს კვერცხუჯრედს ოვულაციისთვის და ამით სრულდება მომდევნო ფოლიკულური ფაზა (დღეები, დაახლოებით 6-14), რომელსაც მოსდევს ოვულაციური ფაზა (~13-15). ლუთეული ფაზა იწყება სხეულის ტემპერატურის მატებით როგორც მზარდი პროგესტერონების რეაქცია. მენსტრუაციისას ჩამოშლილი საშვილოსნოს ენდომეტრიუმი კვლავ შენდება შესაძლო იმპლანტაციისთვის (~15-28).
 
 

აღსანიშნავია რომ ოვულაციის წინა დღეებში და ოვულაციის პიკზე ესტროგენები ახდენენ საშოს მუკუსის გათხელებას რათა გაადვილდეს სპერმის შეღწევა ქალის რეპროდუქციულ სისტემაში. ამ მეთოდს (ბაზალური ტემპერატურის მეთოდთან ერთად) ზოგიერთი ქალი წარმატებით იყენებს ოვულაციის მისახვედრად. თუ განაყოფიერება მოხდა საშვილოსნოს მუკუსი გასქელდება რადგანაც წარმოქმნას ე.წ. მუკუსის საცობი, რომელიც ხელს უშლის სპერმის საშოში შემდგომ შეღწევას იმისათვის, რომ დაიცვას ემბიონი შესაძლო მიკრობებისგან. თუ განაყოფიერება არ მოხდა, პროგესტერონების დონე დაეცემა და ჩამოშლის პროცესი მეორდება, რაც მომდევნო სისხლდენის საფუძველი ხდება.
 
 

მენსტრუაციული ციკლის დროს, კვერცხუჯრედები გამოიყოფა ოვარიული ჯირკვლებიდან. როდესაც კვერცხუჯრედი გაივლის ე.წ. ფალოპურ მილებს, ნაყოფიერი ფაზის დროს თუ კვერცხუჯრედი განაყოფიერდება, კვერცხუჯრედი მიეკედლება საშვილოსნოს შიდა კედელს და ჩანასახის ჩამოყალიბების პროცესიც იწყება. თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა, მაშინ ის საფუძველს უდებს ახალ მენსტრუაციულ ციკლს რასაც თან ერთვის სისხლდენა. სისხლდენის ოდენობა განპირობებულია პერიოდის მახასიათებლებით და შეიძლება მერყეობდეს რამოდენიმე სუფრის კოვზიდან ნახევარ სუფრის ჭიქამდე მთელი პერიოდის განმავლობაში. ეს ოდენობა განსხვავებულია გოგონებს შორის და ასევე შეიძლება პერიოდიდან პერიოდამდე შეიცვალოს ერთიდაიმავე გოგონასათვის. ბევრ გოგონას სუსტი სისხლდენა აქვს პირველი 1-2 დღის განმავლობაში, შემდეგ უფრო ინტენსიური სისხლდენა და კვლავ ნაკლებად ინტენსიური. ზოგიერთ გოგონას კი ძლიერი სისხლდენა აქვს პირველივე დღეს. აგრეთვე, ზოგიერთი გოგო საცვლებზე შეამჩნევს პერიოდებს შორის სისხლის ლაქებს ან ექნება მცირედი სისხლდენა რაც უმეტეს შემთხვევებში ნორმალურია.
 
 

როგორც უკვე ითქვა, მენსტრუაცია განსხვავებულია როგორც ქალებს შორის და ასევე თვიდან თვემდეც შეიძლება სხვადასხვანაირად წარიმართოს ერთიდაიმავე ქალისთვის და ამავდროულად ნორმის ფარგლებში შენარჩუნდეს. როგორც წესი, მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობა შეიძლება მერყეობდეს 3-დან 5 კვირამდე; როდესაც დღეებს ითვლით ციკლში, ყოველთვის დაითვალეთ თქვენი პერიოდის პირველი დღე როგორც დღე 1. საშუალოდ, პერიოდი გრძელდება დაახლოებით 6 დღე, თუმცა ეს ინდივიდუალურია და შეიძლება გახანგრძლივდეს ან შემოკლდეს. სულ თავიდან, როდესაც მენსტრუაცია პირველად გეწვიათ, ციკლები შესაძლებელია არარეგულარული გქონდეთ (ხანგრძლივობის, დენადობის, ფიზიკური სიმპტომების თვალსაზრისით) რაც დროებითია და ნორმალურია, რამეთუ ახალგაზრდა გოგონებს დრო სჭირდებათ შეეგუონ ჰორმონების ახლებურ დონესა და მახასიათებლებს და შეიქმნან ბუნებრივი რეგულარული ციკლი. აგრეთვე, სისხლის ფერიც შეიძლება იცვლებოდეს (მკაფიო წითელიდან მუქი ფერებისკენ) როგორც ქალებს შორის ასევე ციკლიდან ციკლამდე ერთიდაიმავე ქალისათვის.
 
 

მენსტრუაციის დაწყების საშუალო ასაკია 12-13 წელი, თუმცა ის შეიძლება დაიწყოს გაცილებით ადრე (8-9 წლის ასაკში) ან გაცილებით გვიან (14-15 წლის). თუ 16 წლის შესრულდით და პერიოდი ჯერ არ გქონიათ, მაშინ უმჯობესია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია რათა ექიმმა შეაფასოს თქვენი მდგომარეობა. ასაკზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორების კომპლექსი, მათ შორის ახალგაზრდა ქალის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვების რაციონი და ისტორია, სხეულის წონა სიმაღლესთან მიმართებაში, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება და სხვ. მენსტრუაცია გრძელდება დაახლოებით თვეში ერთხელ წლების განმავლობაში, მანამდე სანამ ქალი 45-50 წელს არ მიაღწევს. მენსტრუაციის დასასრული არის მენოპაუზა და მოასწავებს ქალის შემდგომი დაორსულების შეუძლებლობას.
 
 

ბევრი გოგონა განიცდის ფიზიკურ დისკომფორტს პერიოდის დაწყებამდე. დაახლოებით ნახევარს აქვს დისმენორეა, ანუ მტკივნეული მენსტრუაცია. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია მენსტრუაციის ადრეულ, თინეიჯერულ წლებში. მენსტრუაციული დისკომფორტის დამახასიათებელი ნიშნებია მკერდის სიმკვრივის შესუსტება, კერტების სიმშრალე, რეპროდუქციული სისტემის კუნთების სეკრეცია და ზოგჯერ, სპაზმები, ხანდახან თავისტკივილები. განსაკუთრებით მძიმე ფორმებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს დეპრესიას, სიბრაზეს, ნევროზულ გამოვლინებებს.
 
 

პერიოდის დროს უმჯობესია თავი აარიდოთ ისეთ საკვების რაციონს როგორიცაა დიდი ოდენობით შაქრის შემცველი პროდუქტები და ტკბილეული, ყავა, ალკოჰოლი, სიგარეტი, კონსერვანტები და ხელოვნური დანამატები, ხორცი, შოკოლადი, რძე და რძის პროდუქტები. მენსტრუაციის წინა (ლუთეულ) სტადიაში უმჯობესია მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული. თუ თქვენ დიეტაზე ხართ ან ბევრს ვარჯიშობთ ამას შეუძლია დააყოვნოს თქვენი პერიოდის დადგომა.
 
 

ქალებს, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს ღებულობდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და შემდეგ ერთიანად შეწყვიტეს მათი მიღება, შეიძლება ციკლი დაუგვიანდეთ რადგანაც ორგანიზმს დრო სჭირდება რათა ბუნებრივი ციკლი აღიდგინოს, რასაც შეიძლება რამოდენიმე თვე დასჭირდეს. რამეთუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღების დროს მენსტრუაციული ციკლი განპირობებული იყო ხელოვნური ჰორმონების მიერ—ეს ერთგვარად ყალბი ციკლი იყო. ასე რომ ორგანიზმს სჭირდება რომ თავიდან "ისწავლოს” სისხლდენა ბუნებრივად ახალ ციკლში.
 
 

საგულისხმოა, რომ მცდარია ის მოსაზრება რომ თითქოს ვისაც ციკლი არ დაწყებია ვერ დაორსულდება. ეს მოსაზრება მცდარია, იმიტომ რომ გოგონას ოვულაცია ექნება მანამდე სანამ პირველად ექნება სისხლდენა. რაც იმას ნიშნავს, რომ პერიოდის დადგომამდე რაღაც გარკვეულ, გაუცნობიერებელ, მომენტში მას მიდრეკილება აქვს და შეუძლია დაორსულდეს და გააჩინოს, ამიტომ რისკი საკმაოდ მაღალი რჩება მათთვისაც კი ვისაც ციკლი საერთოდ არ ჰქონია. ასევე ადრეული სექსუალური აქტივობა არაბუნებრივად აჩქარებს პერიოდის დადგომის დროს, რასაც შეიძლება თან სდევდეს გართულებები, მათ შორის ციკლის რეგულარობის ჩამოყალიბების პროცესშიც.
 
 

როდესაც ქალი დაფეხმძიმდება, მისი თვიური ციკლი უმეტეს შემთხვევებში წყდება ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამიტომ, თუ ქალს პერიოდი გაუცდა ეს არის სავარაუდო, თუმცა არა აუცილებელი, ნიშანი იმისა რომ ქალი ორსულადაა. ორსულობის უტყუარი დადასტურება შეიძლება მარტივი შარდის ტესტით ან სისხლის ანალიზით.
 
 

ცოლ-ქმრულ წყვილებს ზოგჯერ შეუძლიათ გამოცდილებიდან "ისწავლონ” როდის დგება ციკლის ნაყოფიერი და არანაყოფიერი ფაზები და შესაბამისად თავი შეიკავონ სექსისაგან ნაყოფიერი ფაზის დროს, თუ სურთ რომ ორსულობა იქნას აცილებული. თუმცაღა აქ ცდომილებები სავსებით მოსალოდნელია და ორსულების აცილების გარანტია ვერ იქნება ციკლის "გამოცნობა” (დამატებითი ინფორმაცია იხ. ორსულობის თემაში).
 
 

რაც შეეხება ჰიგიენურ პაკეტებს, ისინი უნდა შეიცვალოს იმ სიხშირით როგორც საჭიროა, მაგრამ აუცილებლად მანამდე სანამ გაჯერდება მენსტრუაციული სისხლით. ტამპონების გამოყენების შემთხვევაში, მიზანშეწონილია მინიმალური შემწოვობის ტამოპონები იყოს გამოყენებული ნაკლებად ინტენსიური სისხლდენის დღეების განმავლობაში რაც ორგანიზმს უკეთ ესადაგება (დამატებითი ინფორმაცია იხ. თემაში: ორსულობის შემდგომ პერიოდში ქალის სხეულში მიმდინარე ცვლილებები და ხელშეწყობა).
 
 

მენსტრუაციული ციკლის ზოგიერთ ფაზაში ორგანოების დაზიანების ალბათობა ფიზიკური ვარჯიშის დროს შეიძლება გაიზარდოს. მიჩიგანის უნივერსიტეტის კველევის თანახმად (გამოქვეყნებული 1998 წელს) რომელშიც 401 მენსტრუაციული ასაკის ქალი მონაწილეობდა ტრავმვების დიდი ნაწილი ჩამოყალიბდა ოვულაციური ფაზის დროს, ე.ი. ციკლის შუაში. თუმცაღა სამეცნიერო კვლევები არ იძლევა იმის დაზუსტებით მტკიცების საშუალებას რომ ფიზიკური ვარჯიში აუცილებელია არიდებულ იქნას, გამომდინარე მენსტრუაციული ციკლის მიმდინარე ფაზიდან, და ზოგიერთი კვლევა პირიქით ვარჯიშების სარგებლიანობაზეც კი მიუთითებს.


კატეგორია:  | ავტორი: სტუმარი | კომენტარები (0) | ნახვა: 705 ჯერ

                                     

გთხოვთ დაამატოთ კომენტარი

სულ კომენტარები: 0

კომენტარის დამატება
კომენტარის დასამატებლად საჭიროა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
 
ავტორიზაცია

სარეკლამო ბანერები 
მთვლელები