WWW.INTIMI.DO.AM - #1 ქართული ინტიმური პორტალი
ნავიგაცია
╚►მთავარი
╚►ვიდეოები
╚►სურათები
╚►ისტორიები
╚►ანკეტები
╚►ქართველები
╚►ღამის ამბები
╚►სექსოლოგია
╚►ფილმები
╚►პორნო TV
╚►ინტიმური ჩატი
╚►თხოვნები
╚►რეკლამა
╚►კონტაქტი
სარეკლამო ბანერები
   



WWW.INTIMI.DO.AM - #1 ქართული ინტიმური საიტი



სექსუალური განათლება იმ ცოდნის შეძენაა, რომელიც ეხება ადამიანის სასქესო ორგანოების ანატომიას, სქესობრივ გამრავლებას (განაყოფიერება, ჩასახვა, ჩანასახისა და  ნაყოფის განვითარება მშობიარობამდე), სქესობრივ აქტს, რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, სქესობრივ პარტნიორებს შორის ემოციურ კავშირებს, რეპროდუქციულ უფლებებსა და მოვალეობებს, ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებებსა და ადამიანის სექსუალური ქცევის სხვა ასპექტებს.

სექსუალური განათლება აგრეთვე მოიცავს ცნობებს სექსუალობაზე, მათ შორის ინფორმაციას ოჯახის დაგეგმვაზე, ინდივიდის სექსუალობის ყველა ასპექტზე: გენდერულ იდენტურობაზე, სექსუალურ იდენტურობაზე, სექსუალურ ქცევაზე, სექსუალურ ორიენტაციაზე, სქესობრივ სიამოვნებაზე, ღირებულებებზე, სქესობრივ აქტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე, ურთიერთობებზე, ნაცნობების შეძენაზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე.

სექსუალური განათლებისათვის ინფორმაციის მიღება შეიძლება ფორმალური და არაფორმალური გზით:

არაფორმალურად ინფორმაციის მიღება შეიძლება საუბრებში მშობლებთან, მეგობრებთან, მეურვეებთან, რელიგიურ დაჯგუფებებში, მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან და ჯანდაცვის სისტემის მიერ ორგანიზებული კამპანიებიდან. გარკვეულ ცნობებს იძლევა პუბლიკაციები (რომლებიც შეიცავენ მასალას სექსის ხელოვნებასთან დაკავშირებით) და ვებ-საიტები.


ფორმალური სექსუალური განათლების მიღება ხდება სამედიცინო სკოლებსა და დაწესებულებებში. ზოგიერთ ქვეყანაში სქესობრივი განათლების მისაღებად ინიშნება სპეციალური კურსები სკოლების დამამთავრებელ კლასებში.

სექსუალური განათლების ისტორია – 1936წელს ვილჰელმ რაიხმა აღნიშნა, რომ სექსუალური განათლება, რომელსაც მის დროში იძლეოდნენ, იყო სიცრუე, ვინაიდან მხოლოდ ბიოლოგიას ეფუძნებოდა და მალავდა სქესობრივ აგზნებას, ანუ იმ თემას რაც მოზარდებს ყველაზე ძალიან აინტერესებდა. რაიხის აზრით, სექსუალური განათლება არ უნდა ახვევდეს ბურუსში იმას, რაც შემდგომში გართულებისა და საფრთხის მიზეზი ხდება (ამ შემთხვევეში დაუკმაყოფილებელი სექსუალური იმპულსები, დაუცველი სექსი და მოზარდების ორსულობა იგულისხმება).

იმ ქვეყნებში, სადაც სექსუალურ განათლებაზე კონსერვატიული შეხედულებებია, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებისა და მოზარდთა ორსულობის უფრო მაღალი დონეა.

შიდსის პრობლემამ სექსუალური განათლების საკითხი უფრო გაამწვავა. აფრიკის ბევრ ქვეყანაში, სადაც შიდსის დონე ეპიდეემიის ხასიათს იღებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სექსუალურ განათლებას გადარჩენის გზად მიიჩნევს.

ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით გამოკითხული მოსახლეობის 93% მიიჩნევს, რომ სკოლის დამამთავრებელი კლასები უნდა იძლეოდეს სექსუალურ განათლებას. გამოკითხულ მშობელთა 90%-ს მიაჩნია, რომ სკოლაში მიღებული სექსუალური განათლების ფონზე შვილებთან საუბარი სექსზე უადვილდებათ. რაც შეეხება მოზარდებს, გამოკითხვაში მონაწილეთა 92%-ს სურვილი აქვს სკოლაში ისწავლოს საკითხები სექსუალურ განვითარებაზე და შემდეგ ამ თემაზე ისაუბროს მშობლებთან.

სექსუალური განათლება ძალზედ მნიშვნელოვანია, რამდენადაც იგი:

ამცირებს მოზარდების საშიშ სექსუალურ ქცევებს (მაგ, დაუცველ სექსს) და ამზადებს ინდივიდს სექსუალურ ცხოვრებაზე დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება;


საშუალებას აძლევს ადამიანს გაუწიოს კონტროლი საკუთარ თავს და გათავისუფლდეს მენტალური სოციალური შეხედულებებისგან;


ეხმარება ადამიანს გათავისუფლდეს მის ირგვლივ დამკვიდრებული ტრადიციული შეხედულებებისაგან, იცხოვროს დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით და შეძლოს დაიცვას უმრავლესობისაგან განსხვავებული  საკუთარი პოზიცია;


სექსუალური განათლების შემდეგ ადამიანი ლიბერალურად უდგება ჰომოსექსუალობასა და ქორწინებამდელ სექსს.

 

დღევანდელი ქართული რეალობა, ამ მხრივ, სამწუხაროდ, ცალსახად არასახარბიელოა. სექსუალური განათლების დონე ძალზე დაბალია, ვინაიდან საზოგადოებაში მეფობს შეხედულება, რომ სექსზე და სქესობრივ ცხოვრებაზე საუბარი ამორალურია და ეს თემა ტაბუდადებულია. რის მაგალითადაც გამოდგება, თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენს რეალობაში პატიოსნებაზე საუბრისას ხშირად ზღვარი ჯერ კიდევ საქალწულე აპკზე გადის. მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში სექსოლოგია სკოლის დამამთავრებელ კლასებში სწავლების ფორმატის მნიშვნელოვანი ნაწილია, საქართველოში მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სექსზე საუბრისას ჯერ კიდევ წითლდებიან.

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ აუცილებელია, დაინერგოს სექსუალური განათლების კულტურა  საქართველოშიც და მოზარდი მშობლებისგან მალულად  არასრული, ნაწილობრივ მცდარი ინფორმაციის მიღების ნაცვლად, იღებდეს სექსუალურ განათლებას სრულყოფილი და მეცნიერულად დასაბუთებული წყაროებიდან, რომელთა აშკარა დეფიციტსაც განიცდის ქართული სამედიცინო (როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული) ბიბლიოთეკა.


კატეგორია:  | ავტორი: სტუმარი | კომენტარები (0) | ნახვა: 1050 ჯერ

                                     

გთხოვთ დაამატოთ კომენტარი

სულ კომენტარები: 0

კომენტარის დამატება
კომენტარის დასამატებლად საჭიროა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
 
ავტორიზაცია

სარეკლამო ბანერები 
მთვლელები